Thursday, July 24, 2014

სასწავლო პროექტი

           პროექტის სახელწოდება: გარემოს დაბინძურება  პოლიეთილენის პაკეტებით
პროექტის მთავარი იდეა:  მოსწავლეები შეისწავლიან რომ გაუფრთხილდნენ გარემოს,არ დააბინძურონ და გამოუსადეგარი ნივთები(პოლიეთილენის პაკეტები,ბოთლები და ა.შ) არ დაყარონ ქუჩაში, რადგან ეს საფრთხეს უქმნის როგორც მათ ჯანმრთელობას,ასევე ბუნებას.
პროექტის აქტუალობა:  დღესდღეობით ეს თემა საქართველოში აქტუალური გახდა იმიტომ რომ მოსახლეობა არ უფრთხილდება გარემოს და უსარგებლო ნივთებს ყრიან ქუჩაში.ამის შედეგად იწამლება ჰაერი,ნიადაგი,გადაშენების პირასაა უამრავი მცენარე.ნიადაგის დაბინძურებას დაუფიქრებლად გადაყრილი ნაგავი იწვევს,ზოგიერთი სახის ნაგავი სწრაფად ლპება,პლასტმასი კი არასოდეს.გარემოს დაბინძურება  ძირითადად ადამიანის საქმიანობის შედეგია.დაბინძურების მთავარი წყაროებია:ტრანსპორტი,მშენებლობა და მცირე საწარმოები.ქარხნები ქიმიურ ნარჩენებს მდინარეებსა და და ზღვებში უშვებენ,ხოლო საწვავის წვის შედეგად გამოყოფილი კვამლით ჰაერი იწამლება.გამონაბოლქვი შეიცავს ჭვარტლის მყარ ნაწილაკებს და აირებს.გამონაბოლქვი პირდაპირ ზემოქმედებს ორგანიზმზე,აგრეთვე იწვევს გარემოში არასასურველ ცვლილებს,რომლის მავნე ზეგავლენა მოგვიანებით მჟღავნდება. ჰაერს ამ ყველაფეთან ერთად აბინძურებს ქალაქის საყოფაცხოვრებო ნარჩენების ნაგავსაყრელი,რომელზეც ღიად დაყრილი,დაუფარავი ორგანული ნარჩენების ლპობის შედეგად გამოიყოფა მავნე აირები.ხშირად ადამიანებს მიაჩნიათ რომ ნაგავს თუ თვალს მოაშორებენ, მათთან დაკავშირებული პრობლემებიც თავდება.ეს ასე არ არის.მიწის ქვეშ დამალული ნარჩენები უბრალოდ აღარ ჩანს,თორემ გარემოს კვლავაც აზიანებს და თან საკმაოდ სერიოზულად:ნარჩენების ნაწილი ლპება და ატმოსფეროში სხვადასხვა მავნე აირებს გამოყოფს.არსებობს უაღრესად მდგრადი ნარჩენები,რომლებიც,რომლებიც ნაგავსაყრელში ძალზედ ნელა,ათწლეულების მანძილზე იხრწნება და მთელი ამ პერიოდის ჰაერს და წყლებს აბინძურებს.ყველა ნარჩენი ფუჭად გადაყრილი რესურსია,რომელიც შეიძლებოდა ან კვლავაც შეიძლება სასარგებლოდ იქნეს გამოყენებული.ჩვენ კი მათ „ვიშორებთ“ და  ამისათვის დამატებით რესურსებსაც ვხარჯავთ.ნაგავსაყრელზე მხოლოდ ის ნარჩენი უნდა ხვდებოდეს,რომლის მეორადი გამოყენება შეუძლებელია.
პროექტის მიზნები:  პროექტის მიზანია ჩვენი ძალებით რასაც შევძლებთ მინიმუმადე დავიყვანოთ გარემოს დაბინძურება.
მონაწილეთა ასაკი:  X კლასი
ვადები/ ხანგრძლივობა:  2 სასწავლო კვირა
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:  ბავშვები გააცნობიერებენ თუ რამდენად მნიშვნელოვანია კაცობრიობისათვის ბუნებისა და გარემოს სისუფთავე.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:  სანაგვე ურნები,უნი ფორმები,ცოცხი,ხელთათმანები
პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):  დაათვალიერებენ დაბინძურებულ ადგილებს,გადაიღებენ სურათებს,მოსახლეობაში გამოიკითხავენ დაბინძურების მიზეზებს და სთხოვენ გამოთქვან აზრი,თუ რა შეიძლება გაკეთდეს ამ პრობლემის გადასაჭრელად.ამის შემდეგ მოსწავლეები დაასუფთავებენ სკოლის მიმდებარე ტერიტორას,სასწავლო დაწესებულებას,ასევე საზოგადოების თავშეყრის ადგილებს და სხვა.რაც მაგალითი იქნება სხვა
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:  მოსწავლეები სწავლების პროცესში იყენებენ ქიმია ბუნებაში მიღებულ ცოდნას.
პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი):  ნინო მელიქიშვილი

ხელმძღვანელი ელ.ფოსტა:  meliqishvili90@gmail.com